წესები და პირობები

მოგესალმებით TASKO-ს ვებგვერდზე. ჩვენი სერვისებით სარგებლობამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს.

1. ზოგადი დებულებები

  • წინამდებარე პირობები არეგულირებს ურთიერთობას TASKO-სა (შემდგომში „კომპანია“) და მომხმარებელს (შემდგომში „კლიენტი“) შორის.

  • სერვისის შეკვეთით კლიენტი ავტომატურად ადასტურებს, რომ ეთანხმება ამ წესებს.

  • მომსახურება ხორციელდება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

  • TASKO წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აკავშირებს კლიენტებსა და დამოუკიდებელ პერსონალურ ასისტენტებს.

2. სერვისის შეკვეთა და ასისტენტის არჩევა

  • სერვისის შეკვეთა ხდება ექსკლუზიურად ჩვენს ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებში (WhatsAppან Instagram) მოწერის გზით და დასტუდება Email გამოყენებით. ვებგვერდიდან პირდაპირი დაჯავშნა არ ხორციელდება.

  • კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ჩატში უგზავნის მას პოტენციური ასისტენტის პორტფოლიოს (პროფილს).

  • სერვისი დადასტურებულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კლიენტი გაეცნობა ასისტენტის პორტფოლიოს, წერილობით დაადასტურებს მის კანდიდატურას და განახორციელებს გადახდას.

  • გაუქმების წესი: კლიენტს შეუძლია შეკვეთის უფასოდ გაუქმება ან შეცვლა მის დაწყებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე. 24 საათზე ნაკლებ დროში გაუქმების შემთხვევაში, გადახდილი თანხის 50% არ ბრუნდება.

3. ანგარიშსწორება (გადახდა)

  • სერვისის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, ჩატში ასისტენტის კანდიდატურის დადასტურების შემდეგ, კომპანიის საბანკო ანგარიშზე პირდაპირი გადმორიცხვით.

  • ყოველთვიური აბონემენტების საფასურის გადახდა ხდება სრულად, მომსახურების დაწყებამდე.

4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • TASKO პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ ასისტენტების შერჩევაზე, მათი პიროვნების იდენტიფიკაციასა და კლიენტისთვის პორტფოლიოს სახით წარდგენაზე.

  • კომპანია არ არის პასუხისმგებელი ასისტენტის მიერ მომსახურების გაწევის პროცესში კლიენტის ქონებისთვის, სახლისთვის, ცხოველისთვის ან ოჯახის წევრისთვის მიყენებულ რაიმე სახის პირდაპირ თუ ირიბ ზიანზე (მატერიალური, ფიზიკური თუ მორალური).

  • კლიენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას ასისტენტის აყვანაზე მისი პორტფოლიოს გაცნობის საფუძველზე და სრულად აცნობიერებს სერვისთან დაკავშირებულ რისკებს.

  • ცხოველების მოვლის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია ასისტენტს წინასწარ მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია ცხოველის ხასიათის, აგრესიისა და დაავადებების შესახებ.

5. კონფიდენციალურობა

  • TASKO იცავს კლიენტის პერსონალურ მონაცემებს (სახელი, ტელეფონი, მისამართი). ეს ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ იმ კონკრეტულ ასისტენტს, რომლის კანდიდატურასაც კლიენტი დაამტკიცებს ჩატში.