ცხოველების მოვლა

🐶 ძაღლის მოვლა

1. გასეირნება (Daily Walk)

მიგვყავს ძაღლი 1 საათით, როცა შენ დრო არ გაქვს.

  • რას ვაკეთებთ: ვასეირნებთ უსაფრთხო მარშრუტზე, მოყვანისას ვბანთ თათებს, ვაჭმევთ შენი ინსტრუქციით და გიგზავნით ფოტო/ვიდეო ანგარიშს.

  • ფასი: * ერთჯერადი — 35 ₾

    • ყოველთვიური აბონემენტი (ორშაბათი - პარასკევი) — 650 ₾ / თვეში

2. ძიძა სახლში (House Sitting)

თუ ქალაქიდან გადიხარ ან მთელი დღე არ ხარ. ასისტენტი მოდის შენს სახლში, რომ ძაღლმა გარემო არ შეიცვალოს და არ ისტრესოს.

  • რას ვაკეთებთ: ასისტენტი რჩება ძაღლთან ერთად, მიჰყვება კვების, სეირნობისა და თქვენს მიერ დადგენილ გრაფიკს და მუდმივად გიგზავნით რეპორტებს.

  • ფასი: * 4 საათამდე მეთვალყურეობა — 50 ₾

    • სრული დღე-ღამე (24 საათი, დარჩენით) — 80 ₾ / დღეში

🐈 კატის მოვლა

1. სტუმრობა (Home Visit)

იდეალურია მაშინ, როცა სამოგზაუროდ მიდიხარ და არ გინდა კატა სასტუმროში წაიყვანო.

  • რას ვაკეთებთ: ასისტენტი მოდის სახლში 1 საათით, უცვლის წყალს, აჭმევს, უსუფთავებს ქვიშას, ეთამაშება და გიგზავნით ფოტოებს.

  • ფასი: * დღეში 1 ვიზიტი — 30 ₾

    • დღეში 2 ვიზიტი (დილა + საღამო) — 50 ₾

2. ძიძა სახლში (House Sitting)

თუ კატას განსაკუთრებული ყურადღება ან წამლების მიცემა სჭირდება და მარტო ვერ ტოვებ.

  • რას ვაკეთებთ: ასისტენტი რჩება შენს სახლში კატასთან ერთად, აკონტროლებს კვებას, უსაფრთხოებას და მუდმივად ხაზზეა შენთან.

  • ფასი: * 4 საათამდე მეთვალყურეობა — 45 ₾

    • სრულად დღე-ღამე (24 საათი, დარჩენით) — 80 ₾ / დღეში


TASKO Custom for pets | ინდივიდუალური პაკეტი ცხოველებისთვის

თუ კატისა და ძაღლის გარდა სხვა ცხოველისთვის გსურთ მომსახურება, ან გაქვთ სპეციფიკური მოთხოვნები და სურვილები, მაგალითად: ვეტერინართან ან კლინიკაში წაყვანა გეგმიურ ვიზიტებზე, ანალიზებზე თუ ვაქცინაციაზე.

გრუმინგზე გაყოლა, ადგილზე დალოდება და პროცესის კონტროლი.

სპეციალური, ნატურალური კვების მომზადება (პროდუქტების აწონვა, მოხარშვა, პორციებად დანაწილება).

მედიკამენტების მიცემა ან სპეციფიკური პოსტ-ოპერაციული მოვლა.

და სხვა… ჩვენ თქვენზე მორგებულ პაკეტს შევქმნით.

როგორ მუშაობს: უბრალოდ გვითხარით, რა გჭირდებათ — რა არის დავალება, რა დღეებში, რა დროებში და რამდენი ხნით. ჩვენ კი თქვენს მოთხოვნებზე დაყრდნობით ავაწყობთ მაქსიმალურად კომფორტულ და ხელმისაწვდომ პირობებს.